ინტელის სასწავლო კურსი _ პროექტებით სწავლება
Friday, November 16, 2018
ტრენინგის მეცხრე დღე
დღეს ვიმუშავე სასწავლო პროექტის სრულყოფაზე. გავაკეთეთ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია. ვნახეთ და შევაფასეთ თანაჯგუფელების ნამუშევრები.შევაჯამეთ ტრენინგის შინაარსი და გავაკეთეთ რეფლექსია. ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.
Saturday, November 10, 2018
ტრენინგის მერვე დღე
დღეს ვისაუბრეთ პროექტის ფასილიტაციაასა და მოსწავლეთა დამხმარე მასალების შექმნაზე.განვიხილეთ კითხვების დასმის ტექნიკა. ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის მოდიფიცირებაზე. მოვამზადე პროექტის პორტფოლიო გამოსაქვეყნებლად.
Friday, November 9, 2018
ტრენინგის მეშვიდე დღე
დღეს ჩვენ გავეცანით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას, მოსწავლეთა შეფასებაში ჩართვის სტრატეგიებს. შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის. ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების რუბრიკები. ვიმსჯელეთ დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებზე. გავაკეთეთ დღის რეფლექსია.
Saturday, November 3, 2018
ტრენინგის მეექვსე დღე
დღეს განვიხილეთ პროექტში ინტერნეტის გამოყენების საკითხი, მოსწავლეთა მიერ ინტერნეტ-ინფორმაციის უსაფრთხოდ გამოყენების გზები. ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მომზადებაზე. განვიხილეთ თუ როგორ დაგვეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და მოსწავლის მიერ მიზნების მიღწევაში.
Friday, November 2, 2018
ტრენინგის მეხუთე დღე
დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავიცვათ მოძიებული ინფორმაციის საავტორო უფლებები, არის თუ არა ინფორმაცია სანდო და ვალიდური.
ვისწავლეთ პრეზენტაციის ერთმანეთისთვის გაზიარება და გავეცით უკუკავშირი პრეზენტაციებთან დაკავშირებით.
ვისწავლეთ პრეზენტაციის ერთმანეთისთვის გაზიარება და გავეცით უკუკავშირი პრეზენტაციებთან დაკავშირებით.
Subscribe to:
Posts (Atom)