Friday, November 16, 2018
ტრენინგის მეცხრე დღე
დღეს ვიმუშავე სასწავლო პროექტის სრულყოფაზე. გავაკეთეთ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია. ვნახეთ და შევაფასეთ თანაჯგუფელების ნამუშევრები.შევაჯამეთ ტრენინგის შინაარსი და გავაკეთეთ რეფლექსია. ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.
Saturday, November 10, 2018
ტრენინგის მერვე დღე
დღეს ვისაუბრეთ პროექტის ფასილიტაციაასა და მოსწავლეთა დამხმარე მასალების შექმნაზე.განვიხილეთ კითხვების დასმის ტექნიკა. ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის მოდიფიცირებაზე. მოვამზადე პროექტის პორტფოლიო გამოსაქვეყნებლად.
Friday, November 9, 2018
ტრენინგის მეშვიდე დღე
დღეს ჩვენ გავეცანით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას, მოსწავლეთა შეფასებაში ჩართვის სტრატეგიებს. შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის. ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების რუბრიკები. ვიმსჯელეთ დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებზე. გავაკეთეთ დღის რეფლექსია.
Saturday, November 3, 2018
ტრენინგის მეექვსე დღე
დღეს განვიხილეთ პროექტში ინტერნეტის გამოყენების საკითხი, მოსწავლეთა მიერ ინტერნეტ-ინფორმაციის უსაფრთხოდ გამოყენების გზები. ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მომზადებაზე. განვიხილეთ თუ როგორ დაგვეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და მოსწავლის მიერ მიზნების მიღწევაში.
Friday, November 2, 2018
ტრენინგის მეხუთე დღე
დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავიცვათ მოძიებული ინფორმაციის საავტორო უფლებები, არის თუ არა ინფორმაცია სანდო და ვალიდური.
ვისწავლეთ პრეზენტაციის ერთმანეთისთვის გაზიარება და გავეცით უკუკავშირი პრეზენტაციებთან დაკავშირებით.
ვისწავლეთ პრეზენტაციის ერთმანეთისთვის გაზიარება და გავეცით უკუკავშირი პრეზენტაციებთან დაკავშირებით.
Saturday, October 27, 2018
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან პროდუქტიული იყო. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მათი ფორმულირება, განვიხილეთ და განვსაზღვრეთ მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული შეფასების სხვადასხვა მეთოდები. მოვამზადეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციები.
Friday, October 26, 2018
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს შევიმუშავეთ პროექტის გეგმა და ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები.ასევე, შევქმენით საინფორმაციო სახის ბუკლეტი მშობლებისთვის. პროცესი ძალიან საინტერესო იყო.
Sunday, October 21, 2018
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღეს ტრენერი გვესაუბრა და საზოგადოებისთვის პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე და გვასწავლა პუბლიკაციების შექმნა. გავეცანით სხვადასხვა პუბლიკაციებს, მათ შორის მშობელთათვის საინფორმციო ბროშურის შექმნას. განვიხილეთ ბროშურის სხვადასხვა ფორმატი და ვისაუბრეთ მასში შესატან საკითხებზე.
Saturday, October 20, 2018
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ტრენინგის ზოგად შინაარსს, კურსის მიზანსა და ამოცანებს; პროექტის გეგმის შაბლონს და პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას.
გავიგეთ როგორ შევქმნათ სასწავლო პროექტი ტექნოლოგიის დახმარებით და გავაუმჯობესოთ სასწავლო პროცესი, როგორ გნვავითაროთ მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარები და ავამაღლოთ მათი მოტივაცია; თუ როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასწავლო აქტივობების ცხოვრებისეულ კონტექსტტან დაკავშირებას.
შევქმენით პორტფოლიო თითოეული მოდულის მასალების შესანახად.
გავიგეთ როგორ შევქმნათ სასწავლო პროექტი ტექნოლოგიის დახმარებით და გავაუმჯობესოთ სასწავლო პროცესი, როგორ გნვავითაროთ მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარები და ავამაღლოთ მათი მოტივაცია; თუ როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასწავლო აქტივობების ცხოვრებისეულ კონტექსტტან დაკავშირებას.
შევქმენით პორტფოლიო თითოეული მოდულის მასალების შესანახად.
Subscribe to:
Posts (Atom)